არსენალი VS ნაპოლი – კლუბები ევროპა ლიგაზეც დაწყვილდნენ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში უეფას ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭის ყრა გაიმართა.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრის შემდეგ  კლუბები ევროპა ლიგის 1/4 ფინალშიც დაწყვილდნენ.

კენჭისყრის შედეგად ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს იტალიური ნაპოლისა და ლონდონის არსენალის დაპირისპირება. კენჭისყრის წყვილები ასე გამოიყურება:

არსენალი – ნაპოლი.

ვილიარეალი – ვალენსია.

ბენფიკა – აინტრახტი.

სლავია პრაღა – ჩელსი.

მიმდინარე ტურნირს 2-2 ინგლისურ-ესპანური და თითო პორტუგალიური, იტალიური, გერმანული და ჩეხური კლუბი შემორჩა.

ნაპოლისა” და  ლონდონის “არსენალის” წყვილში გამარჯვებული “ვილაირეალისა” და”ვალენსიას” შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს “ბენფიკასა” და “აინტრახტის” წყვილში უკეთესი “სლავიასა” და “ჩელსის” შორის გამარჯვებულს შეხვდება

ევროპა ლიგის 1/4 ფინალური სტადიის პირველი შეხვედრები 11 აპრილს გაიმართება, საპასუხო მატჩები კი 1 კვირის შემდეგ – 18 აპრილს. წლევანდელი სეზონის ფინალური დაპირისპირება 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად