არსებული ცნობით, საყვარელიძის მიერ დაკავებული პროკურორები გენპროკურორის მეგობრები არიან

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის  დავით საყვარელიძის ინიციატივით დაკავებული პროკურორები მისი ხელმძრვანელის, ვიქტორ შოკინის მეგობრები არიან.

მათივე ცნობით, დაკავებულები სწორედ შოკინმა დანიშნა. უკრაინის გენპროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის პირველი მოადგილე ვლადიმერ შაპაკინი და კიევის ოლქის პროკურორის მოადგილე ალექსანდრე კორნიეცი ქრთამის აღების ბრალდებით გუშინ დააკავეს. მათ კაბინეტებში ჩატარდა ჩხრეკა, სადაც სულ 3 მილიონ გრივნაზე მეტი თანხა, ძვირფასი ლითონები და ბრილიანტები აღმოაჩინეს.

უკრაინული მედიის ცნობით, საყვარელიძემ სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ უშუალო ხელმძღვანელობას იმის გამო არ აცნობა, რომ შოკინს მეგობრული ურთიერთობები აქვს კორნიეცთან და შაპაკინთან. სწორედ ამის გამო გავრცელდა თავდაპირველად ინფორმაცია, რომ თითქოს საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იგეგმებოდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით უარყვეს, განცხადება თითქოს საყვარელიძის კოლეგას, გენპროკურორის მოადგილე ვლადიმერ გუზირს ეკუთვნოდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენმტა პეტრო პოროშენკომ საყვარელიძეს ქმედებები დადებითად შეაფასა.

"როგორც უკრაინის მოქალაქე, გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქვეყანა ძლიერი და აყვავებული იყოს. ამიტომ კორუფციასთან ბრძოლა, მიუხედავად იმისა, თუ რა გვარის და თანამდებობის არიან, ჩემთვის ნომერ პირველი ამოცანაა. ჩვენ ჩემს გუნდთან ერთად 24 საათუ ვმუშაობთ ამისათვის. მოხარული ვარ, რომ შევძელი და მოვნახე ეს სწორი, სამართლიანი და მოტივირებული ადამიანები. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, მათდაიჯერეს, რომ ყოველ დღე ქვეყნის გაუმჯობესება შეუძლიათ",-აცხადებს სპეცოპერაციის კომენტირებისას დავით საყვარელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად