არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე) კორონავირუსით გარდაიცვალა

2021 წლის 17 სექტემბერს, 71 წლის ასაკში, კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახური, არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე).

ამის შესახებ ინფორმაციას “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

“მამა შიო დასვენებულია შავნაბადის მონასტერში, ხვალ, 2021 წლის 19 სექტემბერს, 14 საათზე მას ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

▪️ მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტ შიოს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

🕯 უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

🕯 გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული არქიმანდრიტი შიო. ნაკლების ნახვა” – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები
იტვირთება...