არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი: ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის

ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის, – ასე პასუხობს არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილს, რომელმაც ბერა ივანიშვილი მწვავედ გააკრიტიკა.

არქიმანდრატის სოციალურ ქსელში დაწერილ ამ ფრაზის “სქრინს” ანიტა რაჭველიშვილი Facebook-ში თავად ავრცელებს და წერს:

“იცნობდეთ მაინც ყველა!
(სასულიერო პირია,არქიმანდიტი, ივანიშვილების ოჯახის მოძღვარია თურმე)”.

იქამდე კი ანიტა რაჭველიშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი რეპერი ბერა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა. რასთან დაკავშირებითაც ანიტა რაჭველიშვილმა Facebook-ში დაწერა:

“ვაი შე საცოდავო მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი!” – დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად