არქიმანდრიტი ბართლომე: ჩემი ფრაზა წყევლა არაა… ისტორიულად წყევლა ადამიანის უბედურებისკენ არ მიემართება

არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველაშვილის მიმართ მის მიერ გამოთქმულ ფრაზასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც მან “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუღი თქვა, რომ მისი ფრაზა წყევლას არ შეიცავდა.

მისი თქმით, მან ზუსტად ისე უპასუხა, რომ მისთვის რაღაც სიმები შეერხია.

“ისტორიულადაც წყევლა არ მიემართება ადამიანის უბედურებაზე. ის ადამიანის გარკვეული საქციელისთვის შემაკავებელი უნდა იყოს. ამ წუთში, ამ ეტაპზე ვიმეორებ და ვადასტურებ, რომ ჩემი ეს ფრაზა არ შეიცავდა არც კონკრეტულ სურვილს და არც წყევლას. ის იყო იმისათვის, რომ ეს ადამიანი მიხვედრილიყო იმას, რომ არ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანზე თავდასხმის განხორციელება.

ბერა ივანიშვილს ქუჩაში რომ შევხვდე, შეიძლება ვერც მიცნოს, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელმაც იცხოვრა საფრანგეთში, ამერიკაში, ესპანეთში, საქართველოში და შეიძლება სხვა ქვეყანაშიც და მას აბსოლუტური უფლება ჰქონდა ქველმოქმედება განეხორციელებინა. თქვენ მეუბნებით ასე დაგეწერათო და მე ბედნიერი ვიქნებოდი ანიტა რაჭველიშვილსაც ასე დაეწერა, რომ რა კარგია რაც გააკეთეთ და უფრო მეტს ვისურვებდი საქართველოსთვის. ზუსტად ისე ვუპასუხე, რომ მისთვის რაღაც სიმები შემერხია”, – განაცხადა ბართლომე ფირცხალაშვილმა.

შეგახსენებთ, ანიტა რაჭველიშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი რეპერი ბერა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა. რასთან დაკავშირებითაც ანიტა რაჭველიშვილმა Facebook-ში დაწერა:

“ვაი შე საცოდავო მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი!” – დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა.

ამის გამო არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა მომღერლის შესახებ დაწერა: ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად