არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

არმაზ ახვლედიანმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, დეპუტატის მანდატი „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიით მიიღო.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ დღესაც შეეძლოთ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მისვლა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ მოაწერეს ხელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

კომენტარები
იტვირთება...