არმაზ ახვლედიანი: შუა ბულვარში 16 სართულიანი „ამბასადორი“ – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!

ევროპული საქართველოს წევრის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ყველამ, ვინც კორუფციისა თუ პოლიტიკური კონიუქტურის გამო დაამახინჯა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბათუმს, უნდა დაისაჯოს კანონის წინაშე.

ახვლედიანი აანონსებს საპროტესტო მოძრაობას ბათუმში დარჩენილი სივრცეების გადასარჩენად.
„შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!
ყველამ, ვინც გუშინ თუ დღეს გაანადგურა, კორუფციის თუ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო დაამახინჯა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბათუმს – პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე! ეს აღვირახსნილი უკანონობა უნდა დავასრულოთ, ძვირფასო ბათუმელებო! არ დავუთმოთ ჩვენი ბულვარი, ჩვენი კოხტა ბათუმი პოლიტიკურ ნაძირლებს და ბიზნეს-მაფიოზებს!
დავიწყოთ საპროტესტო მოძრაობა როგორც დარჩენილი სივრცეების გადასარჩენად, ისე უკვე დასამარებული ობიექტებისთვის, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების დასჯის მოთხოვნით!
რაც მთავარია, მოვითხოვოთ და შევქმნათ ისეთი გარემო, სისტემა და სამართლიანი მმართველობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს ჩვენი ქალაქისა და სამშობლოს გაპარტახებას, დაგვიბრუნებს წართმეულ საქართველოს, რეალურს გახდის მისი სწორი, სწრაფი განვითარების პერსპექტივას!“ – აცხადებს ახვლედიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად