არმაზ ახვლედიანი: ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა და არ უნდა მოვითხოვოთ, რომ ახალი არჩევნები გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩატარდეს

ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა და არ უნდა მოვითხოვოთ, რომ ახალი არჩევნები გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩატარდეს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა არმაზ ახვლედიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა და არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება, რაც არარეალურია. არ შეიძლება ფორსირება, არ შეიძლება მოსთხოვო ხელისუფლებს, რომელიც დღეს დე ფაქტო ხელისუფლებაა, რომ გინდა თუ არა ახლა, გაზაფხულზე, შემოდგომაზე, ჩატარდეს ახალი არჩევნები, მე გონივრულ ვადაზე ვსაუბრობ.

ჩემთვის ამოსავალი ისაა და ამ მიზნით მზად ვარ მოლაპარაკება გავმართო ვისთანაც გნებავთ, ნებისმიერ ფორმატში, ერთი პირობით: თუ ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ საქართველოში დაიწყოს არა მოჩვენებითი, რაც დღემდე გვქონდა, 20 წლის განმავლობაში, მოჩვენებითი, ფასადური კვაზი დემოკრატია, აქედან უნდა გამოვიდეთ. ყველა ნაბიჯს, რაც აქეთკენ იქნება მიმართული, მივიღებ და ტაშს დავუკრავ და ამის განმუხტვის ერთადერთ გზად, გონივრულ ვადაში, მესახება ახალი არჩევნების ჩატარება. იქნება გაიმარჯვოს “ოცნებამ” და მაშინ ყველა ვაღიარებთ, ოღონდ, იმ ახალ არჩევნებთან უნდა მივიდეთ გამართული საარჩევნო სისტემით და დემოკრატიული საარჩევნო გარემოთი”, -განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად