არმაზ ახვლედიანი ხელისუფლებას მხარდამჭერებზე ზეწოლასა და გადაბირებაში ადანაშაულებს

ბათუმის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი არმაზ ახვლედიანი ხელისუფლებას მის მხარდამჭერებზე ზეწოლასა და გადაბირებაში ადანაშაულებს.

კონკრეტულ ფაქტებზე ახვლედიანმა მისი საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელიც ბათუმში დღეს გაიმართა.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ,ოდეერის წარმომადგენელთან ერთად, საკუთარ კაბინეტში დაიბარა ჩემი საარჩევნო შტაბის შეხვედრების კოორდინატორი და შესთავაზა „ქართული ოცნების“ შტაბში გადასვლა, სხვადასხვა სიკეთის სანაცვლოდ. შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზეს და აგრეთვე, სხვადასხვა პრობლემის მოგვარება. ეს იყო აგვისტოს დასაწყისში. ვსაუბრობ, ირაკლი ქონიაძეზე. 

მეორე ფაქტი იყო მაისის თვეში, როდესაც ძალიან ცნობილი, მაგრამ ვისთვის როგორ ცნობილი, ახლა ამას არ ვიტყვი, ბიზნესმენი, „ოცნების“ სახელით მიდის ჩემი შტაბის წევრთან და მას მატერიალური და სხვა დაპირებების სანაცვლოდ, სთავაზობს დატოვოს ჩემი მხარდამჭერი გუნდი. მესამე-როდესაც, ჩემი მხარდამჭერის მამასთან მიდის სუს-ის წარმომადგენელი და ავადმყოფ ადამიანს ასანტაჟებს და ეუბნება, რომ თუ მისი შვილი, კვლავ ჩემთან იქნება, ორივე დაკარგავს სამსახურს. მითხარით, მეტი რა უნდა გითხრათ?! სხვა, ვინ რას სჩადის , შემიძლია, ბევრი ვისაუბრო, მაგრამ გადაგღლით“,-აცხადებს, არმაზ ახვლედიანი.

არმაზ ახვლედიანი ფაქტების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად