არკადი ჭოველიძე: დღეს დავრწმუნდი, რომ არავინ არ ვართ, დღეს ჩემთვის კიდევ ერთი 9 აპრილია

ამის შესახებ 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ არკადი ჭოველიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“რამდენადაც ხშირად ახსენებენ თამუნას, ჩემი ცხოვრების მიზანი ეგ არის და ალბათ მიზეზიც. არ ვტოვებ საშუალებას, რომ თამრიკოს სახელმა და გვარმა კიდევ სადმე გაიჟღეროს. ჩემთვის ეს შვებაა. ეტყობა ქალბატონისთვის [სალომე ზურაბიშვილი] ეს არაფერს არ ნიშნავს.

მივედი, არც არავინ დამხვდა. სკამი არ იყო რომ დავმჯდარიყავი, მიმოვიხედე და საკმაბეზე ვინც ისხდნენ რომ დავინახე, შევარდნაძის დროინდელი პარლამენტი მომაგონდა. სულ ისე ისხდნენ, უმრავლესობა ეგენი იყვნენ.

გახსოვთ თქვენც გთხოვდით მედიის წარმომადგენლებს, რომ ამ ბავშვებს მაინც – ეკას, ნათიას და თამუნას რამე სტატუსი მიანიჭონ, ჩვენ ხომ არავინ არ ვართ. დღეს დავრწმუნდი, რომ არავინ არ ვართ. დღეს ჩემთვის კიდევ ერთი 9 აპრილია. რატომ დამიძახეს, რატომ დამცინეს, რატომ დასცინეს თამუნას?! არავის ვაპატიებ თამუნას შეურაცხყოფას!”, – აღნიშნა არკადი ჭოველიძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს 9 აპრილთან დაკავშირებით მიღება გაიმართა. პრეზიდენტს 9 აპრილს დაღუპული გმირების სიის ამოკითხვისას თამარ ჭოველიძის სახელი და გვარი გამორჩა. თამარ ჭოველიძის მამამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად