არიზონაში მომხდარი სროლის შედეგად მინიმუმ შვიდი ადამიანი დაშავდა

მინიმუმ შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც, არიზონაში, მესაში, ავტოსადგომზე მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ ABC იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მანქანიდან.

სამართალდამცავი ორგანოს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, დაზარალებულთა შორის სამი ზრდასრული და ოთხი არასრულწლოვანია. ერთ-ერთი, ერთი წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად არის შეფასებული, იგი საავადმყოფოშია მოთავსებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად