“არისტოკრატები” საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდნენ “ლივერპულთან”

პრემიერლიგაში დღეს მე-2 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

დღის მთავარ მატჩში “ჩელსი” პრემიერლიგის განვლილი სეზონის გამარჯვებულ “ლივერპულს” მასპინძლობდა. შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მეტოქეებმა თითო საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს და ტაიმი უგოლოდ დაასრულეს, თუმცა 45 წუთზე “არისტოკრატების” მცველ ანდრეას კრისტენსენის მიერ წითელი ბარათის მიღებამ “მერსაიდელთა” შანსები გაზარდა. კრისტენსენმა მეკარესთან პირისპირ სადიო მანეს გასვლას ხელი უხეში თამაშით შეუშალა, მსაჯმა მას თავდაპირველად ყვითელი ბარათი უჩვენა, ვიდეოზე მომენტის ნახვის შემდეგ კი მცველი მინდვრიდან გააძევა.

რიცხობრივი უპირატესობით “ლივერპულმა მეორე ნახევრის დასაწყისშივე ისარგებლა. მიდინარეობდა შეხვედრის 50-ე წუთი, როდესაც ფირმინომ სალაჰთან გაითამაშა კედელი და მარჯვენა ფლანგიდან მის მიერ ჩაწოდებული ბურთი სადიო მანემ თავური დარტყმით გაუტანა ჩელსის მიერ 2 წლის წინ ბილბაოს “ატლეტიკიდან” 80 მლნ ევროდ ნაყიდ კეპა არისაბალაგას.

54-ე წუთზე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა მეკარემ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, მანემ მის მიერ ჟორჟინიოსთვის მიწოდებული დაბალი ბურთი ჩაჭრა და ცარიელ კარში მეორე გოლი გაიტანა.


73-ე წუთზე “ჩელსის” ახალწვეული ვერნერი ფაბინიოს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და იქ მასთან ლივერპულელთა ახალწვეული ტიაგო ალკანტარა დაჯარიმდა. ჟორჟინიოს მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი “ჩელსის” მიერ კეპას ყიდვამდე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა (72,5 მლნ ევრო) მეკარე ალისონ ბეკერმა მოიგერია.

დღის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

“საუთჰემპტონი” – “ტოტენჰემ ჰოტსპური” 2:5 (1:1)
“ნიუკასლი” – “ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონთან” – 0:3 (0:2)
“ლესტერი” – “ბარნლი” 4:2 (1:1)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად