არის თუ არა ბარათეონების დინასტია ბაგრატიონებით შთაგონებული?- ჯორჯ მარტინის პასუხი (ექსკლუზიურად “აიპრესისთვის”)

“აიპრესი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ცნობილ ამერიკელ მწერალთან და სცენარისტთან, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინთან. სრულ ვერსიას ჩვენი მკითხველი მალე იხილავს, მანამდე კი შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან.

ინტერვიუ სპეციალურად ჩვენი სააგენტოსთვის ქართველმა მწერალმა ზაზა კოშკაძემ ჩაწერა, რომელიც ჯორჯ მარტინს დუბლინში შეხვდა.

როგორც ზაზა კოშკაძე ამბობს: შეხვედრა შაბათს, 17 აგვისტოს, 16:50-ზე, დუბლინის საკონფერენციო ცენტრის პრეს-რუმში შედგა. ინტერვიუ ათი წუთის ნაცვლად, ოცდახუთი წუთი გაგრძელდა და მას მისი ორი ასისტენტიც ესწრებოდა.

საქართველოში უამრავი მკითხველი გყავთ და მათ ნაწილს აინტერესებს, ფონეტიკური მსგავსების გარდა რაიმე კავშირი ხომ არ აქვთ ერთმანეთთან ბარათეონებს და ბაგრატიონებს?

 ვშიშობ, რომ არა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს სიტყვა მანამდე სადმე შემხვედროდა, რადგან ისტორიას ხშირად ვკითხულობ.  მე ვწერ ფენტეზის, რომელიც ისტორიაზეა დაფუძნებული. განსაკუთრებით შუა საკუნეების, უფრო კონკრეტულად ინგლისის, შოტლანდიის, ირლანდიის და საფრანგეთის ისტორიას ვკითხულობ. მხოლოდ ამ ლიტერატურულ მასალას ვფლობ. თუმცა საინტერესო იქნებოდა ინფორმაციის მოძიება თუ როგორი იყო აღმოსავლეთ ევროპა შუა საუკუნეების ეპოქაში. მე-19, მე-20 საუკუნეებით ნაკლებად ვარ დაინტერებული, მირჩევნია შუა საუკუნეების ეპოქა, სადაც უამრავი კონტრასტია, პიროვნების დრამატულობა და სიღრმე. სამწუხაროდ, მხოლოდ ინგლისურად შემიძლია საუბარი, აღმოსავლეთ ევროპაზე კი თითქმის არ მხვდება ინგლისური თარგმანები, თორემ მათგანაც დიდი სიამოვნებით მოვიპარავდი რამეს.

ცნობისთვის, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი ამერიკელი მწერალი და სცენარისტია ფენტეზის, საშინელებათა და მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრებში. იგი ძირითადად ცნობილია, როგორც ავტორი ეპიკური ფენტეზი რომანების სერიისა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“. აღნიშნული რომანის ტელესერიალად ადაპტირება ტელეარხმა HBO-მ მოახდინა, სახელით „სამეფო კარის თამაშები“. ჟურნალმა Time-მა მარტინი 2011 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად