არგვეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

სოფელ არგვეთს ახალი საბავშვო ბაღი ექნება. სამშენებლო სამუშაოები, რომელიც უკვე დასრულებულია, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.
ბაღი 2 ასაკობრივი ჯგუფის 70 ბავშვზეა გათვლილი. ამ დრომდე ბაღი ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებდა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად