არგენტინის ფინანსთა მინისტრი ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურების ფონზე გადადგა

არგენტინის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი ნიკოლას დუხოვნი ეროვნული ვალუტის (პესო) მკვეთრად გაუფასურების ფონზე, თანამდებობიდან გადადგა. მან ქვეყნის პრეზიდენტს მაურისიო მაკრის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით წერილობით მიმართა. ინფორმაციას ტელეარხი TN ავრცელებს.

”დარწმუნებული ვარ, რომ გარემოებების გათვალისწინებით, მთავრობამ ეკონომიკის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა განახორციელოს,” – ნათქვამია წერილში.

როგორც დუხოვმა აღნიშნა, მისთვის არგენტინის მთავრობაში მაურისიო მაკრის პრეზიდენტობის დროს მუშაობა დიდი პატივი იყო.

ტელეარხის ცნობით, წერილის მიღების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა ბუენოს-აირესის პროვინციის ეკონომიკის მინისტრი ჰერნან ლაკუნსუ დაიბარა. შეხვედრაზე მაურისიო მაკრიმ მას ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზა, რასაც ის დათანხმდა.

TN-ის წყაროების ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში დუხოვმა მაკრის გადადგომის თაობაზე თხოვნით მინიმუმ ორჯერ მიმართა, მაგრამ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ შაბათს, 17 აგვისტოს მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...