არგენტინელი ფეხბურთელი, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი გარდაიცვალა

საფეხბურთო არგენტინა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონს ხოსე ლუის ბრაუნს გლოვობს. ბრაუნს 1986 წლის მუნდიალის ფინალში გოლი აქვს გატანილი.

62 წლის ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი გუშინ ლა პლატას კლინიკაში გარდაიცვალა. მას ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა. იგი დეკემბრიდან მოყოლებული კლინიკაში მკურნალობდა.

ბრაუნი ამპლუით ცენტრალური მცველი იყო. მას არგენტინის ნაკრებში 36 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები
იტვირთება...