არგენტინელ ტურისტს მაჩუ-პიქჩუში უძველესი ნაგებობის დაზიანებისთვის პატიმრობა ემუქრება

არგენტინელ ტურისტს შესაძლოა, პერუში, ქალაქ მაჩუ-პიქჩუში ერთ-ერთი უძველესი ნაგებებობის დაზიანებისთვის პატიმრობა მიუსაჯონ,-ინფორმაციას პორტალი Diario Correo ავრცელებს.

”ექვსი ტურისტისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა შორის ორი არგენტინული, ბრაზილიელი, ჩილელი და ფრანგი ქალი იყო, მზის ტაძრის აკრძალულ მხარეში უკანონოდ შევიდა. არგენტინელმა ტურისტმა შენობას ქვა ესროლა, რის შედეგადაც კედლის ნაწილი ჩამოიშალა და იატაკზე ბზარი გაჩნდა. როდესაც ტურისტების ჯგუფი დააკავეს, იატაკებზე ასევე ფეკალიები იპოვეს”,- წერს პორტალი.

სამართალდამცველებმა მოგზაურები დააკავეს, ხუთი მათგანი ქვეყნიდან გააძევეს და დააჯარიმეს.

“არგენტინის მოქალაქეს ბრალი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის დაზიანებაში ედება. სასამართლო დაადგენს, შეუფარდოს თუ არა მას პატიმრობა”,-წერს პორტალი.

როგორც Diario Correo დასძენს, მაჩუ-პიქჩუს პოლიცია ახალ სტრატეგიებს შეიმუშავებს, რათა მომავალში მსგავსი დანაშაულები თავიდან აიცილოს. ასევე, პერსონალის რაოდენობის გაზრდაც იგეგმება.

მაჩუ პიქჩუ – ინკების ცივილიზაციის ქალაქია, რომელიც XV საუკუნეში დაარსდა. მაჩუ პიქჩუ ცნობილია იმით, რომ ყველა კედელი წებოვანი მასალის გამოყენების გარეშე აშენდა, აქ ასევე არის არაჩვეულებრივი ასტრონომიული სტრუქტურები. ქალაქი 1983 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად