არგენტინაში პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად მდიდრებს გადასახადი დაუწესეს

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით არგენტინის ხელისუფლებამ ახალი გადასახადი შემოიღო.

არგენტინის ყოფილი პრეზიდენტების, ნესტორ კირშნერის (2003-2007) და კრისტინა ფერნანდეს დე კრიშნერის (2007-2015) შვილის – დეპუტატ მაქსიმო კირშნერის, არგენტინის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესის და სენატის თავმჯდომარე კარლოს ჰელერის მიერ მომზადებული და კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი სენატმა პარასკევს 42 ხმით 26-ის წინააღმდეგ მოიწონა.

„მილიონრების გადასახადი” არგენტინის ყველა იმ მოქალაქეს შეეხება, რომლის გაცხადებული აქტივებიც 200 მლნ პესოს (~2,5 მლნ დოლარს) აჭარბებს. კანონპროექტის მომზადების საწყის ეტაპზე ასეთთა რაოდენობა 9298, კანონის მიღების მომენტისთვის კი 11855 იყო. კანონის თანახმად, მდიდრები ქვეყანის შიგნით აქტივების არსებობის შემთხვევაში 3,5%-ს გადაიხდიან, ხოლო თუ აქტივები საზღვარგარეთ აქვთ, მაშინ გადასახადი 5,25%-მდე გაეზრდებათ.

2018 წლიდან რეცესიაში მყოფ 45 მილიონიან არგენტინაში მოსახლეობის 40,9% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში 1 454 631 კაცი დაინფიცირდა. კორონავირუსით გარდაცვლილი კი 39512 კაცია.

არგენტინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ერთჯერადი გადასახადით მიღებული ~300 მლრ პესოს 20%-ით სამედიცინო მოხმარების საქონლის შეძენა დაფინანსდება, 20%-ით მცირე და საშუალო ბიზნესი, 20%-ით სტუდენტების სტიპენდიები. დანარჩენი თანხა კი სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად