არგენტინაში კორონავირუსის ბრიტანული შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

არგენტინელმა ექსპერტებმა ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინეს. ამის შესახებ რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა რობერტო სალვარცამ განაცხადა.

“მეცნიერების სამინისტროს მიერ დაარსებულმა SARS-CoV-2 გენომების და გენომური კვლევების ინსტიტუციონალურმა კონსორციუმმა გამოავლინა უცხოეთიდან ჩამოსული მოგზაური SARS-CoV-2 ვირუსის ბრიტანული შტამით”, – დაწერა მან Twitter-ზე.

ვირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს არგენტინელში, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ბინადრობის ნებართვა აქვს. იგი არგენტინაში ჩავიდა დეკემბრის ბოლოს. არგენტინაში გამგზავრებამდე ის ავსტრიასა და გერმანიას ეწვია. მას სიმპტომები არ ჰქონდა, მაგრამ ბუენოს-აირესის აეროპორტში ჩატარებული კორონავირუსის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. დამატებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ არგენტინელი დაინფიცირებულია კორონავირუსის “ბრიტანული” შტამით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად