არგენტინაში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

არგენტინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა,-ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქალაქ ჩილეკიტოდან 26 კილომეტრში და ჩილეს საზღვრიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით  200 კილომეტრში მდებარეობდა.

აშშ-ს გეოლოგიი სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრის სიღრმე 100 კილომეტრი იყო. მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. 

დღესვე, ახალი ზელანდიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა. ექსპერტების აზრით, ეპიცენტრი ქალაქ კრაისტჩერჩიდან 95 კილომეტრში მდებარეობდა.

მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, არსებობს ცუნამის საფრთხეც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...