არგენტინა გახდა მეხუთე ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1 მილიონს გადასცდა

არგენტინელმა ექიმებმა, გასული 24 საათის განმავლობაში დაადასტურეს კორონავირუსული ინფექციის 12 982 ახალი შემთხვევა, საერთო ჯამში, შემთხვევებმა 1,002,662-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ამრიგად, არგენტინა გახდა მეხუთე ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც გადაცდა 1 მილიონ ინფიცირებულს, შეერთებული შტატების, ბრაზილიის, ინდოეთისა და რუსეთის შემდეგ.

ახალი ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა ბუენოს აირესის პროვინციაში დაფიქსირდა – 4206, მას მოსდევს პროვინცია სანტა ფე – 2,050 შემთხვევით. დედაქალაქში დღეში 557 ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაავადებული 451 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 26 716-ს მიაღწია. დღემდე, არგენტინაში 803 965 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს დააფიქსირა ქვეყანაში. საკარანტინო შეზღუდვები რესპუბლიკაში მოქმედებს 20 მარტიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად