არგენტინა და ურუგვაი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ენერგოსისტემაში შექმნილი ფართომასშტაბიანი პრობლემის გამო, არგენტინა და ურუგვაი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას არგენტინული ოპერატორული-კომპანია Edesur ავრცელებს.

გამოცემა El Pais- ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით პრობლემა ასევე შეეხო სამხრეთ ბრაზილიას და ჩილეში რამდენიმე ქალაქს.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახის პრობლემაზეა საუბარი და როდის აღდგება ელექტროენერგია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად