არეშიძე: უგულავა პოლიტიკური პატიმარი არ არის-ამაზე კამათიც არ ღირს!

“რა საკვირველია, გიგი უგულავა ჩემთვის პოლიტიკური პატიმარი არ არის, ცალსახად. ამაზე კამათიც არ ღირს”-ასე აფასებს ექსპერტი, მამუკა არეშიძე “აიპრესთან” ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, ოპოზიციის ლიდერების დაკავებას.

როგორც მამუკა არეშიძე “აიპრესთან” აცხადებს, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგი უგულავა, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოლიტპატიმარი არ არის.

“პოლიტიკური ელფერი, ვისაც შეიძლება მისცე, ეს არის, პირველრიგში, ნიკა მელია. რა საკვირველია, გიგი უგულავა ჩემთვის პოლიტიკური პატიმარი არ არის, ცალსახად. ამაზე კამათიც არ ღირს. უბრალოდ, ეს ხელისუფლების არასწორი მიდგომების გამო, კოჰაბიტაციის მახინჯი ფორმის გამო, რომელიც არსებობს, რომელიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, საბოლოო ჯამში ეს რეზულტატი მივიღეთ.”-ამბობს მამუკა არეშიძე.

ამასთან, როგორც მამუკა არეშიძემ “აიპრესთან” განაცხადა, 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში ნიკა მელიას აქტიურმა მონაწილეობამ, მის საქმეს პოლიტიკური სარჩული მისცა.

” მე არ მიკვირს ასეთი შედეგი რომ დადგა. ადამიანმა ( “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ), რომელმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინა, ახლა იმის პოლიტპატიმრობაზე საუბარი სასაცილოა, რაც არ უნდა მითხრას დასავლეთის ნებისმიერმა პოლიტიკოსმა.

ნიკა მელიას რაც შეეხება, იქ არის პოლიტიკური შეფერილობა. ნიკა მელია არც კორუფციაშია ეჭვმიტანილი და არც განსაკუთრებულ დანაშაულში. ნიკა მელია იყო ერთ-ერთი მონაწილე 20 ივნისის ღამისა, როგორც მომწოდებელი პარლამენტში შეჭრის. მას მაინც პოლიტიკური სარჩული აქვს.”-ამბობს მამუკა არეშიძე.

ცნობისთვის: “თბილისი განვითარების ფონდის საქმეზე” სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოგვიანებით, პროკურატურამ “თბილისის განვითარების ფონდის” საქმეზე, რომელზეც გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეეფარდა, ინფორმაცია გაავრცელა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა შსს-ს შენობაში შევიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. 

 

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად