არეშიძე: გიორგი მარგველაშვილს არ აქვს შანსი სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს

” აი მიხეილ სააკაშვილის ტიპს შეუძლია ძალიან სერიოზულად შეცვალოს სიტუაცია, მარგველაშვილისნაირს არა. ასეთია რეალისტური სურათი”-ამის შესახებ, ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ “აიპრესთან” საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შეფასებისას განაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობისას რეიტინგული, როგორც ის ჟურნალისტებთან საუბრისას თავად ამბობს, მამუკა არეშიძე დასძენს:

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის რეიტინგს, მე არ მინდა ამაზე ვიკამათო და ვთქვა ჰქონდა თუ არა მას რეიტინგი. ქართული საზოგადოება, წლების განმავლობაში მიეჩვია პრეზიდენტს, რომელიც არის ქვეყნის პირველი პირი. ძალიან რთულად ხდება გადაწყობა ახალი რეალობისადმი, რასაც ჰქვია უფუნქციო პრეზიდენტი, შეზღუდული ფუნქციების პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი, რეალისტურად ვერ აღიქვამდა ვერც გიორგი მარგველაშვილის ფიგურას, ვერც ზურაბიშვილის ფიგურას, როგორც პრეზიდენტს.

ვინც საქმეში ჩახედულია, გვესმის რომ ქვეყნა გადავიდა მმართველობის თავსაზრისით სხვა ეტაპზე-საპარლამენტო რესპუბლიკაზე და ასე შემდეგ. რთულია მათ რეიტინგზე ვისაუბროთ. ამ ტიპის პრეზიდენტებს რეიტინგი ვერ ექნებათ.

გიორგი მარგველაშვილის, როგორც პიროვნების მიმართ, შეიძლება, დადებითი განწყობაც ჰქონდეთ, მე ამას არ გამოვრიცხავ. გიორგი მარველაშვილი არ ყოფილა ის ვისაც, რაიმე გაუფუჭებინოს, ან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასულიყო.”-ამბობს არეშიძე.

კითხვაზე,თუ როგორია გიორგი მარგველაშვილის შანსები ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებისას არეშიძე განმარტავს:

შესაძლებელია გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში მობრუნება, რატომაც, არა? შეიძლება მოვიდეს პოლიტიკაში. ალბათ, მას ეყოლება თავისი მხარდამჭერები. რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია? მაგის შანსი არ აქვს. აი მიხეილ სააკაშვილის ტიპს შეუძლია ძალიან სერიოზულად შეცვალოს სიტუაცია, მარგველაშვილისნაირს არა. ასეთია რეალისტური სურათი”-ამბობს მამუკა არეშიძე.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა “ჩემი რეიტინგი არ დაცემულა, როგორც პრეზიდენტი რა რეიტინგითაც შევედი, იგივეთი დავამთავრე”

დღეს, კი როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის პოლიტიკაში ბრუნდება ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა “ამის ყურებას არ ვაპირებ! ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას!”

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად