A1 ბანერი

არეშიძე: ჩვენი პოლიტიკა არასწორია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებთან მეტი მუშაობაა საჭირო

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არასწორია.

როგორც არეშიძემ „აიპრესს“ განუცხადა, ვითარების შეცვლა ძალიან რთულია და ეს საქართველოს ნაკლებად შეუძლია, მაგრამ რაც შეუძლია იმასაც არ აკეთებს.

„ამ ფაქტების გააქტიურებას ვერ ვხედავ ახლა. ისედაც აქტიურ ფაზაშია. ეს არის მთავარი სატკივარი. ბორდერიზაცია, ადამიანების დაკავება და შიგადაშიგ ჩვენი მოქალაქეების საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტები ეს არის მუდმივად აქტიურ ფაზაში. ეს არის ჩვენი დიდი ტკივილი. ყველაფერი იგივეა და უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი ტრაგედია. ამ ვითარებიდან გამოსვლის მექანიზმები ჩვენს ხელში ნაკლებად არის. არის, მაგრამ ნაკლებად. მაგრამ რაც არის იმასაც არ ვიყენებთ. რაღაცა სწორია ხელისუფლების ქმედებებში, რაღაცა არასწორი.

პოლიტიკა, რომელიც ტარდება არასწორია. ბორდერიზაციას ერთი ხელის მოსმით ვერ მოშლი, ვერც ადამიანების გატაცების ფაქტებს აღკვეთავ, მაგრამ შენ შეგიძლია მნიშვნელოვნად იმუშავო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. როგორ უნდა იმუშავო, ამას საჯარო სივრცეში ვერ ვიტყვი, მაგრამ ამის მეთოდოლოგია არსებობს. ნაბიჯ-ნაბიჯ ამის განხორციელება შესაძლებელია“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...