არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

საქართველოს პარლამენტის თავმდჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციაა მობილიზებული.

როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს: “არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში პირველ და მეორე სართულებს შორის ცეცსხასროლი იარაღია ნაპოვნი. ის დაცვის თანამშრომელმა იპოვა და პოლიციას გამოუძახა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება 236-ე მუხლის 3-ე და 4-ე ნაწილით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაწყებული“, – აცხადებენ შსს-ში.

გავრცელებული ინფორმაციით იარაღი სახელმწიფო დაცვის თანამშრომელმა აღმოაჩინა და პოლიცია გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად