არჩილ თალაკვაძემ ველომარათონში – „დღე ავტომობილის გარეშე“ მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, დეპუტატებთან, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ველომარათონში – „დღე ავტომობილის გარეშე“ მიიღო მონაწილეობა და რბოლის დასასრულს, საგზაო უსაფრთხოების ჩემპიონების დაჯილდოებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს ალიანსს უსაფრთხო გზებისთვის“ და გაეროს წარმომადგენლობას ღონისძიების ორგანიზებისა და მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

არჩილ თალაკვაძემ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მნიშვნელობასა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და უსაფრთხო გარემოსთვის უნდა გადაიდგას.

„სახელმწიფო მუშაობს, რათა გვქონდეს ახალი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ველოსიპედი არის სიმბოლო ამ მოძრაობის. ავტომობილების რაოდენობის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ყველა ეს ელემენტი იქნება სინერგიაში, თუ ამ პრობლემის ცნობადობა იქნება მაღალი, თუ გვექნება თანამედროვე ინფრასრტუქტურა და თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვექნება რეგულაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს, შეცვალონ გარემო უკეთესობისკენ – მაშინ ეს მიზანი შესაძლებელია განხორციელდეს. პარლამენტი მუშაობს ამ მიმართულებით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად