არჩილ თალაკვაძემ სამედიცინო უნივერსიტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

არჩილ თალაკვაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს

“გილოცავთ, თქვენ მიიღეთ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თქვენი მომავალი პროფესიის შესახებ. ამ უნივერსიტეტში ისწავლით სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასაც, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს. წარმატებებს გისურვებთ!”

არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც პირველსემესტრელებს ახალი, 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

არჩილ თალაკვაძემ გაიხსენა საკუთარი სტუდენტობის პერიოდიც.

„მეამაყება, რომ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ყოველწლიურად, როცა აქ მოვდივარ, პირველ რიგში მადლობას ვუხდი პროფესორებს, ჩვენს მასწავლებლებს ვინც ცოდნა გადმოგვცა. წლები, როცა აქ ვსწავლობდი, ბედნიერად და საინტერესოდ მახსენდება!”

პარლამენტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა უნივერსიტეტის განვითრების პროცესი და სამომავლო გეგმებიც. მისი თქმით, თვალსაჩინოა ის პროგრესი, რომელსაც თსსუ-მ პროგრამული, ინფრასტრუქტურული, სამეცნიერო თანამშრომლობისა და სხვა მრავალი მიმართულებით მიაღწია.  მან დაადასტურა, რომ ხელისუფლება გააგრძელებს განათლების სფეროს განსაკუთრებულ მხარდაჭერას, რისთვისაც მომდევნო წლებში, ბიუჯეტის 25 % დაიხარჯება.  არჩილ თალაკვაძემ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი – მოქალაქეებმა მიიღონ უფრო ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურება, იქნება პრიორიტეტი.

მისივე თქმით, ქვეყნის დღის წესრიგში არსებული მიზნების მიღწევა მხოლოდ განათლებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც კონკურენტული ცოდნით, კვლევისა და   გადაწყვეტილებების მიღების უნარით, თანამედროვე, დინამიურად განვითარებად მსოფლიოში სწრაფი ადაპტირების შესაძლებლობებით არიან აღჭურვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად