არჩილ თალაკვაძემ აქციის ორგანიზატორებს სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი გადასცა

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აქციის ორგანიზატორებს სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი გადასცა. მისი განმარტებით, ეს იმის სიმბოლოა, რომ ისინი მედიას, ინსტიტუტებს, პარლამენტს ბოქლომს ვეღარ დაადებენ.

“მათ ბოქლომი დაადეს ინსტიტუტებს, ქვეყნის თავისუფლების იდეას და ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ, მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო დემოკრატია. ისინი დღეს იგივეს ცდილობენ. დღეს ისინი ცდილობდნენ, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე, ამიტომ მინდა მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომას მოქალაქეების, სახელმწიფოს და ღირებულებების მიმართ.

ეს მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ვეღარასდროს ისინი მოქალაქეთა უფლებებს სახელმწიფოს საკუთრებას, მედიას, ინსტიტუტებს, პარლამენტს ბოქლომს ვეღარ დაადებენ”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს კარიბჭეზე ბოქლომები და დროშები დაამაგრეს.  პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტში შესასვლელ ერთ-ერთ კარს ცოტა ხნის წინ ბოქლომი დაადეს. ამასთან, აქციის მონაწილეებს პარლამენტის ყველა შესასვლელთან კარვები აქვთ გაშლილი. შესაბამისად, ამ დროისთვის პარლამენტის ოთხივე შესასვლელი ბლოკირებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად