არჩილ თალაკვაძე: უკვე დროა, სავალუტო სესხებზე აკრძალვა 200,000-დან 100,000 ლარამდე ჩამოვიდეს

ამ კითხვით მიმართა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს პლენარულ სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

“ბატონო მინისტრო, თქვენ როგორც ბიზნეს სფეროსა და ფინანსურ სფეროში ძალიან კომპეტენტური ადამიანს, კარგად მოგეხსენებათ, რომ საბანკო რეგულაციები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ იყო მიმართული იმაზე, რომ უფრო პასუხისმგებლიანი დაკრედიტება და უფრო სამართლიანი თამაშის წესები შემოსულიყო საბანკო სფეროში, ბანკებსა და კლიენტებს შორის ურთიერთობაში, მაგრამ ჩვენ უმრავლესობას მიგვაჩნია, რომ დღემდე რჩება ერთ-ერთ პრობლემად რეგულაცია, რომელიც 200,000-ლარიან ლიმიტს უკავშირდება ლარზე სესხების გაცემის დროს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკვე დრო არის და ანალიტიკაც, რომელიც ჩვენ დავამუშავეთ, გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, უკვე დრო არის 200,000-ლარიანი ლიმიტი სესხების გაცემასთან დაკავშირებით ლარზე შესაძლებელია შემცირდეს 100,000 ლარამდე, რომ მხოლოდ 100,000 ლარამდე სესხის ფარგლებში იყოს სავალდებულო მხოლოდ ლარში სესხის გაცემა.

ამის ზევით ვფიქრობთ, რომ მოსახლეობას სავალუტო სესხის აღება უნდა შეეძლოს. ვფიქრობთ, რომ ეს შეამცირებს უარყოფით დაწოლას კურსზეც, რომელიც დღეს გვაქვს და დაეხმარება ჩვენს ეროვნულ ვალუტას გამყარებაში. გთხოვთ, ამაზე თქვენი პოზიცია, რომ გვითხრათ,”- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად