არჩილ თალაკვაძე: სერგეენკო პირდაპირ იქნება ჩართული 2020 წლის პოლიტიკური პროგრამის მომზადებაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ დავით სერგეენკომ მომავალ პოლიტიკურ გუნდში გამორჩეული ადგილი დაიკავოს.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს დავით სერგეენკოს მინისტრის თანამდებობიდან წასვლის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუნდის თითოეული წევრის პოზიცია არის ის, რომ თანამდებობა არ არის თვითმიზანი და შესაბამისად, ყველა პოზიციაზე მუშაობას აქვს დასაწყისი და დასასრული.

“სერგეენკოს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ავტორიტეტი და პოლიტიკური რესურსი, რომ 2020 წლის პოლიტიკური პროგრამის მომზადებაში ჩაერთოს. დავით სერგეენკო კარგი მინისტრი და ძლიერი პოლიტიკოსია და ის ცალსახად დადებითი შეფასებით ასრულებს ამ პოზიციაზე მუშაობას. მან ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის , რომ ჯანდაცვა ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არის მოლოდინი, რომ ის იქნება ჩართული „ქართული ოცნების“ ახალი პროგრამის შემუშავებაში.

ჩვენ საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვქონდა პრემიერთან კონსულტაციები. ვფიქრობ, რომ ის პირდაპირ იქნება ჩართული 2020 წლის პოლიტიკური პროგრამის მომზადებაში, რითაც „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე წარდგება”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად