არჩილ თალაკვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, ხაზი გაუსვეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას.

არჩილ თალაკვაძემ ფრანგ დიპლომატს გააცნო საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგი და ქვეყანაში მიმდინარე საკვანძო რეფორმები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა იმსჯელეს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.
დიეგო კოლასმა დააფიქსირა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად