თალაკვაძე: აქტივობები ორივე მიმართულებით, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს, სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს

ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თბილისში “ქართული ოცნების” ოფისთან და მცხეთაში, პარლამენტის მაჟორიტარის დიმიტირი ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებას.

„გუშინ რაც ვნახეთ… უკვე, რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის თუ რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. ამიტომ, თუ მკითხავთ, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს.
მომავალში იმ ჯგუფებს მიმართ, თუ ისინი პროვოცირებას აკეთებენ ამ ტიპის ძალადობის, ესკალაციის გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ზომები და წინასწარ აღიკვეთოს ასეთი სარისკო მოქმედებები”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა “გაბედეს” აქცია გაიმართა. პარალელურად კი გაიმართა კონტრაქციაც, რომელიც “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებისა და აქტივისტების ჩართულობით გაიმართა. შედეგად აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიცია ცდილობდა ვითარების განმუხტვას.

ასევე, მცხეთაში, “გაბედე”-ს აქციაზე ბექა ნათელაშვილი დააკავეს, რომელიც ხელწერის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შსს- ს ოფიციალური ინფორმაციით:  მცხეთაში 7 პირი დავაკავეთ – “გაბედეს” 4 აქტივისტი და “ოცნების” 3 მხარდამჭერი

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად