არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო რეფორმაზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, კონსტრუქციული და საქმიანი

პარლამენტის ვიცე სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტის მიღების პროცესში.

„რეალურად ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები და სწორი წინადადებები შეიტანა კანონპროექტში, რაც ამ დასკვნებში არის შეფასებული დადებითად. ასევე მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რომელსაც აუცილებლად ჩვენ დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს.

საქმე ეხება პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტს, რომელიც ეუთო/ოდირში იყო გადაგზავნილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...