არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს: თქვენი დარღვეული კანონების საფასურს დღემდე იხდიან საქართველოს მოქალაქეები

“თქვენი დარღვეული კანონების საფასურს დღემდე იხდიან საქართველოს მოქალაქეები”.

ასე მიმართა  პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე და განმარტა, რომ უმჯობესი იქნება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფული შეაგროვონ, რათა დარღვევებისთვის სახელმწიფოს გადასახდელი გადაიხადონ.

„ბოლო თვის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლომ მილიონობით ჯარიმა დააკისრა სახელმწიფოს და როგორ გველაპარაკებით, რომ კანონებს არ ვასრულებთ? სანამ ჩვენ დაგეხმარებით, სჯობს, პარტიაში შეაგროვოთ ფული და გადაიხადოთ ის დარღვევები, რაც სახელმწიფოს გადასახდელია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აღნიშნულის შესახებ არჩილ თალაკვაძის პასუხი  რომან გოცირიძის განაცხადებას მოჰყვა, რომ მმართველი გუნდი კანონებს არ ასრულებს.

„თქვენ არ განაცხადეთ კანონის მიღებიდან მეორე დღეს, მოდით, პარტიებმა მემორანდუმი გავაფორმოთ და 25-მეტრიან რადიუსში არცერთი პარტია არ იყოს საარჩევნო უბანთანო? თქვენ არ იყავით, რომ ეს ინიციატივა კანონში არ შეიტანეთ? ახლა გთავაზობთ ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღების დროს ესეც შევიტანოთ კანონში. მემორანდუმს შეასრულებთ, როდესაც კანონებს არ ასრულებთ? მემორანდუმს ვენდოთ, ამ ფარატინა ქაღალდს, როდესაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე არღვევთ შეთანხმებას?“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად