არჩილ თალაკვაძე: როდესაც ახლოვდება არჩევნები, შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნები დესტრუქციულია

 პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  ოპოზიციის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა, დესტრუქციული ნაბიჯია.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ეს  საკითხი მთავრობაში არ განიხილება.

„ვახტანგ გომელაური არის ძლიერი, პროფესიონალი მინისტრი და როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან ეფექტური საქმიანობა, როდესაც ქვეყანას, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება უსაფრთხოება და ახლოვდება არჩევნები, მისი გადადგომის მოთხოვნები დესტრქციულია. ვფიქრობ, ეს საკითხი საფუძველს მოკლებულია და არც კი განიხილება. რაც განიხილება ეს არის, რომ მასთან ერთად ჩვენმა გუნდმა გააგრძელოს შსს-ს რეფორები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, შს მინისტრობიდან ვახტანგ გომელაურის გადაყენების მოხოვნის საკითხი, გუშინ დამოიკიდებელმა დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშილმა დააყენეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად