არჩილ თალაკვაძე: რასაც ანდრიუს კუბილიუსი “არქეოლოგიას” ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება და მას განმარტებების გაკეთებისთვის მადლობას უხდის.

“მადლობა რომ განმარტება გააკეთა. რასაც ანდრიუს კუბილიუსი “არქეოლოგიას” ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა. ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ჩვენს მიწა-წყალს და დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები სასაცილო ნამდვილად არ არის. ასეთი შეფასება ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია.
“პოლიტიკური არქეოლოგია” არის იმ პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოში ბატონი კუბილიუსი გულშემატკივრობს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ანდრიუს კუბილიუსმა დავით გარეჯთან დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და მას “სასაცილო” უწოდა, რასაც საპასუხოდ არჩილ თალაკვაძის განცხადება მოყვა და იმედი გამოთქვა, რომ კუბილიუსი განმარტებას გააკეთებდა, რასაც კუბილიუსის მორიგი განცხადება მოყვა.

„სასაცილო ისაა, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური „არქეოლოგიით“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას 2007 წლის მოვლენებისთვის სდებს ბრალს, რათა ხალხის ყურადღება ქვეყნის მიმდინარე პრობლემებიდან გადაიტანოს“, – თქვა ევროპარლამენტარმა “ინტერპრესნიუსთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად