არჩილ თალაკვაძე ქუთაისის უნივერსიტეტზე: ეს არის კავშირი მსოფლიოსთან ჩვენი ახალგაზრდებისთვის

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს

მისი განცხადებით, ეს არის მომავლის პროექტი.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის მადლობა, რომ უპრეცედენტო ქველმოქმედებას აკეთებენ და ამ საქმეს დაუდგნენ გვერდით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს მომავალი თაობებისთვის, ქმნის სრულიად ახალ ეკონომიკას, ახალ მეცნიერებას, ახალ კავშირებს ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამით სრულდება ჩვენი პოლიტიკური გუნდისა და ხელისუფლების ის პირობაც, რომელიც იმერეთისა და ქუთაისის საზოგადოებას მივეცით, როდესაც  პარლამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ. ქუთაისის მომავალი განვითარებისთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი მსოფლიოს მოწინავე მეცნიერები, პროფესორები ამ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავენ და სტუდენტები აქ მიიღებენ ცოდნას, რომელიც მათ ბევრ უპირატესობას მოუტანს ცხოვრებაში; ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, ახალი შესაძლებლობები და კავშირი მსოფლიოსთან ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ამ პროექტს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს და ექნება მომავალშიც“ , – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად