არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საარჩევნო პროცესს დამატებითი შეზღუდვები და ხელისშემშლელი გარემოებები არ შეეხოს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვები და ხელისშემშლელი გარემოებები არ შეეხოს.

როგორც  არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის  ბიუროს დღევანდელ  სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი არ აქვს, თუმცა შემთხვევათა მატება არის  სიგნალი, რომ დადგენილი რეკომენდაციები და წესები დავიცვათ.

„დღეს, იმ ფონზე, როცა მთელი ევროპის მასშტაბით არის შემთხვევათა ძალიან სწრაფი მატება და მაღალი რაოდენობა, საქართველო კვლავ ინარჩუნებს „მწვანე ქვეყნის“ სტატუსს. ჩვენ ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით არ გვაქვს საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი, თუმცა შეინიშნება შემთხვევათა რაოდენობის ზრდა, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაძლევს კიდევ ერთ სიგნალს, რომ მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ უსაფრთხოების წესებს, დავიცვათ ის პრინციპები, რაც ვირუსის ფართო გავრცელებისგან გვიცავს.

იცით, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი კანდიდატები და პროგრამები გააცნონ საზოგადოებას, არავითარი შეზღუდვა და შეფერხება ამ პროცესში არ არსებობს და არჩევნებს ამ მომენტისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს როგორც ხელისუფლება, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვები და ხელისშემშლელი გარემოებები არ შეეხოს. არჩევნები ჩატარდება მშვიდ, უსაფრთხო, თავისუფალ გარემოში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ გამოჯანმრთელება უსურვა დეპუტატებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად