არჩილ თალაკვაძე: პატრიარქის განცხადება არის დროული

"პატრიარქის განცხადება, არის დროული და გამოხატავს ორი სუბიექტის დამოკიდებულებას" – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თლაკვაძემ განაცხადა. 

"როგორც ყოველთვის, პატრიარქის პოზიცია არის დროული და ზუსტად შეესაბამება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო არის დაფუძნებული. ამ შემთხვევაში, პატრიარქის განცხადება გამოხატავს ეკლესიის და სახელმწიფოს დამოკიდებულებას და ჩვენ მივესალმებით, რომ პატრიარქმა ასეთი განცხადება გააკეთა" – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებს პოლიტიკური განცხადებებისა და პოლიტიკური პირების არაკორექტულად მოხსენიებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად