არჩილ თალაკვაძე პარლამენტის წინ მოშიმშილე პატიმრების მშობლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ მოშიმშილე პატიმრების მშობლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები მოისმინა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პატიმრების მშობლების მიერ დაყენებულ საკითხს პარლამენტი ყურადღებით ეკიდება და პატიმართა ოჯახებზე ხელისუფლება მაქსიმალურად იზრუნებს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად