არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ თუ რეალურად თამაშის წესები დაიცვა, ველოდებით პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას “ნაციონალურ მოძრაობას” აბრალებს.

“43%-ს ავიღებთ, 47-ს თუ 53-ს, გარწმუნებთ, გადაწყვეტილებები იქნება მიღებული კონსტიტუციის შესაბამისად. თუ ოპოზიცია შეიცვალა, რაც განვლილმა წლებმა დაგვარწმუნა, რომ შეუძლებელია რადიკალური ბანაკი შეიცვალოს, თუ ისინი შეიცვალნენ, მართლა დაუმტკიცეს საზოგადოებას, პარტნიორებს, რომ ეს ადამიანები მზად არიან იმუშაონ პარლამენტში, მიიღონ დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობა ისე, რომ მერე საკუთარი ამომრჩევლის არჩევანი არ უარყონ, არ თქვან, რომ აღარ შევდივართ პარლამენტში და ამ ოპოზიციამ თუ რეალურად თამაშის წესები დაიცვა, ველოდებით პარლამენტში, სადაც არჩეულები არიან, აქვთ წარმომადგენლობა და პარლამენტი იმსჯელებს ყველა გადაწყვეტილებაზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ “დღის კურიერის” ეთერში.

მისი თქმით, ოპოზიცია, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი პარტიები რჩებიან მარგინალურ ველში, რომლებმაც ხელი შეუშალეს შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელებას.

კომენტარები
იტვირთება...