არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია არჩევნებს ვერ იგებს – აქვთ ერთადერთი დღის წესრიგი, დესტაბილიზაცია და არეულობა

„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტისისტემური პარტიები და მათი დაორგანიზებულია ეს ყველაფერი. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ არგუმენტებით კამათი, ვერ იგებენ არჩევნებს და აქვთ ერთადერთი დღის წესრიგი, დესტაბილიზაცია და არეულობა”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეჭრის ფაქტს.

“გახსოვთ, წინა პარლამენტში როგორ იქცეოდნენ, როგორ ცდილობდნენ პარლამენტის ბლოკირებას, დღესაც აგრძელებენ იგივეს. კონკრეტულად ეს ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი ოპოზიცია, სხვას ვერაფერს დავარქმევ, როგორც დღეს ესენი იქცევიან პარლამენტის დარბაზში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიუკურად დაუპირისპირდნენ

კომენტარები
იტვირთება...