არჩილ თალაკვაძე: ოპონენტების ნაწილი გამოძიებას გმობს მაშინ, როდესაც გამოძიება კონკრეტულ საქმეზე არ არის დასრულებული

„თავისთავად ანომალიად მიმაჩნია როდესაც ჩვენი ოპონენტების ნაწილი გამოძიებას გმობენ და ამბობენ, რომ გამოძიება ცუდია, გამოძიებამ არ იმუშავა, მაშინ, როდესაც გამოძიება ჯერ ამ კონკრეტულ საქმეზე არ არის დასრულებული. რა მიზანს ემსახურება ამის გაკეთება, თუ არა სუბიექტური პოლიტიური ინტერესი, რომელიც აქვთ ამ კონკრეტულ ოპოზიციურ ტელევიზიებს, რომ საგამოძიებო პროცესი არ არის დასრულებული და კონკრეტული ადამიანები წარსულში დამნაშავეები და დღეს თავისუფალი ჟურნალისტები, წარსულში უფლება დამრღვევები და დღეს ვითომ უფლებადამცველები, წარსულში ტერორის და მოქალაქეზე ძალადობის ავტორები, დღეს ვითომ თავისუფლების დამცველები, ამბობენ, რომ გამოძიებას ემიჯნებიან და უგულებელყფენ ყველაფერს, მაშინ, როდესაც გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. მე ვლაპარაკობ ხალხზე, ვისაც აქვს კონკრეტული სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები, რომ ნებისმიერი ტრაგედია გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ამორალური“.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლების ერთდერთი პოლიტიკური, ლეგიტიმური, სამართლებრივი ინტერესი ამ საქმეში არის დამნაშავის დაკავება და პასუხისმგებლობაში მიცემა. ტრაგედოების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კი მისივე თქმით, არის ამორალური.

„მნიშნელოვანია, რომ ის დასკვნები, რომელიც წარსულში ჩვენ სხვა საქმეებზე გამოვიტანეთ, იყოს გათვალისწინებული არა მხოლოდ რეფორმების დაგეგმვის, არამედ ნებისმიერი ახალი საქმის გამოძიების პროცესში. იყოს მეტი ღონისძიება ჩატარებული მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და ეს არის ზუსტად რასაც ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ სამართალდამცველი სტრუქტურები. მაგრამ როდესაც ერთი-ორი ტელევიზია, ოპოზციიური პარტიის უშუალო დეპარტამენტები და დანაყოფები გამოდიან და საზოგადოებას ყოველდღე ეუბნებიან ვერსიებს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გამოძიებას ასე უპასუხისმგებლოდ ლაპარაკი და ასე სწრაფად ლაპარაკი სხვადასხვა ვერსიების სასარგებოდ ან საწინააღმდეგოდ არ შეუძლია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გამოძიების პროცესი მკვეთრად უფრო გრძელვადიანია, ვიდრე რომელიმე უპასუხისმსგებლო ადამიანის განცხადებები“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად