არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ ქცევა აჩვენებს, რომ ადამიანი მათთვის ნულოვანი ღირებულებისაა და რევანშისთვის საკუთარ მხარდამჭერებსაც გაწირავენ

ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ ბათუმში გამართულ ხალხმრავალ აქციას.

„მაშინ, როდესაც ჯანდაცვის პროფესიონალების დაძაბული შრომის შედეგად, აჭარაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა სტაბილიზაციას მივაღწიეთ, ნაცმოძრაობამ ბათუმში შეკრიბა მოქალაქეები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე. ეს არის საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება! კერძოდ:

შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ამის გამო აჭარაში (და სხვა რეგიონებშიც, რადგან ხალხის ნაწილი სავარაუდოდ ჩაყვანილი ჰყავდათ სხვა მუნიციპალიტეტებიდან) დიდი ალბათობით საჭირო იქნება ექიმების და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად მობილიზება, ძალისხმევის გაორმაგება – ეს სამედიცინო რესურსები კი ამ დროს, მთელს ქვეყანაში სხვა მოქალაქეებს სჭირდებოდათ.

ამ პარტიის ქცევა აჩვენებს, რომ ადამიანი მათთვის ნულოვანი ღირებულების მატარებელია და რევანშისთვის ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც გაწირავენ. შესაბამისად, ყველაფერი რასაც ადამიანებს პირდებიან – სიცრუეა“, – წერს არჩილ თალაკვაძე ფეისბუქში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად