არჩილ თალაკვაძე: ნათელაშვილის განცხადებებით აიხსნება, რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმა მხარი ახალ საარჩევნო სისტემას

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან ოპოზიციურ პარტიებს პარლემენტში საკონსტიტუციო ცვლილბების ჩაგდებისკენ მოუწოდა, რომლის მესამე კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში 29 ივნისს არის დაგეგმილი.

“ძველი ოპოზიციის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე და საკონსტიტუციო ცვლილებების ბლოკირებაზე გაკეთებული განცხადება უკვე მეორეა, რითაც საბოლოოდ აიხსნება, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას და ახალ საარჩევნო სისტემას. იკვეთება, რომ ეს არის კოორდინირებული და თუ “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან მკაფიო განცხადებები არ გაკეთდება, ემიჯნებიან თუ არა “საარჩევნო სისტემის ჩაგდების” გეგმას, ჩავთვლით, რომ ეს სწორედ მათი გეგმაა. ამ ფონზე, ჩვენი პირობა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებისას დავდეთ, რომ მხარი დავუჭიროთ და დავამტკიცოთ საკონსტიტუციო ცვლილებები – ძალაშია და ორშაბათს ჩვენს პოზიციას კენჭისყრით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდრომარის განცხადებით, ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში.  შალვა ნათელაშვილი: თუ ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, უფრო მალე მოხდება “ოცნების” ხელისუფლებიდან მოცილება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად