არჩილ თალაკვაძე: ნამდვილი სახე არის, როდესაც სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან

პარლამენტის თამვჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ორი სახე აქვს, სააკაშვილის ნამდვილი სახე კი ის არის, როცა სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე ბრძოლის ველიდან გარბის.

“მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე: ერთი, ნამდვილი სახე არის, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან, ტოვებს სტუმრებს, ტოვებს დაცვის წევრებს და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მის გარშემო არიან და და მეორე სახე, როდესაც ის ჰააგაში დგას და ყალბი განცხადებებით ეხმაურება საქართველოს ინტერესებს. შეფასებები უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, რაც მან გააკეთა, არის პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალი“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 7 აგვისტოს “მთვარი არხის” ეთერით ჰააგის სასამართლოდან სპეციალური მიმართვა გაავრცელა. მან 2008 წელს საქართველოში რუსული ინტერვენციის შესახებ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა სისხლის სამართლის სასამართლოში შეიტანა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უცხოელი ექსპერტების ჩართვით მომზადებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ ქართველ ჯარიკაცებს საერთაშორისო დანაშაული არ ჩაუდენიათ.

დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილით მტკიცდება, რომ რუსი სამშვიდობოები, რომლებიც ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდნენ, უშუალოდ იყვნენ ჩართული საომარ მოქმედებებში და ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებამდე, სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად