არჩილ თალაკვაძე: მოსამართლეების შერჩევის პროცესში პარლამენტი დემოკრატიულ სტანდარტს იცავს

„პარლამენტი აჩვენებს მაღალ სტანდარტს მოსამართლეების შერჩევის პროცესში. ეს შეფასება გააკეთა ევროკავშირის ელჩმაც, ამ შეფასებებს აკეთებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ოპოზიციაც. შერჩევის პროცესი წავა ასეთი სტანდარტით და ბოლოს, ინდივიდუალური კენჭისყრა გვიჩვენებს, საბოლოოდ რომელი კანდიდატები მიიღებენ პარლამენტში მხარდაჭერას“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების მოსმენის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილები მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც საკომიტეტო მოსმენები დასრულდება.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს სად ვიყავით ჩვენ, დღეს სად ვართ და ხვალ სად გვინდა რომ ვიყოთ თუნდაც ამ საკითხთან მიმართებაში. სად ვიყავით? ვიყავით იქ, როდესაც მოსამართლეების შერჩევის დეტალური კანონმდებლობა საერთოდ არ არსებობდა: პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენდა კანდიდატურებს და პარლამენტი უდასტურებდა ამას უაპელაციოდ და მეტსაც გეტყვით, არ ამარტო პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების თუ პოლიტიკური ოპოზიციის რეაქციებსაც თუ მოძებნით, იქაც ნახავთ, რომ კრიტიკული წინააღმდეგობა არც მათი მხრიდან არ ქონია წარსულში ამ გადაწყვეტილებებს. წარსული არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ მომავალზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ. დღეს ეს კანონმდებლობა გვაქვს, პროცესი დეტალურად არის გაწერილი და როგორც ხედავთ ღიად და მაქსიმალური ჩართულობით მიდის“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად