არჩილ თალაკვაძე: მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას თანაგუნდელებს, რადიკალური ოპოზიციიდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ნაცმოძრაობის ოფიში სპეცრაზმის შესვალასა და პარტია “ნაციონალური მოძროაბის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება, ნიკა მელიას თანაგუნდელებს, რადიკალური ოპოზიციიდან.

“მომხდარზე და იმ ესკალაციაზე რაც დღემდე არსებობდა  პოლიტიკური პასუხიმსგებლობა ეკისრება ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს რადიკალური ოპოზიციიდან, ვინც მას ურჩევდა და აგუალიანებდნენ, არწმუნებდნენ რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ძალადობირვი შეტევის გზა თითქოს  აის დემოკრატიული და თითქოს ეს გზა დემოკრატიულია.

დღეს აშკარაა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამ დესტრუქციული სცენარით საკუთარი თავი და ოპოზიცია შეიყვანა ჩიხში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსნებთ, დღე დილით პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შსს-ს სპეცრაზმი შევიდა და ოთახი, სადაც ნიკა მელია და ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები ჟურნალისტებთან იმყოფებოდნენ, შტურმით აიღეს.

ნაცმოძრაობის პარტიის ოფისის მე-3 სართულზე სპეცრაზმმა სავარაუდოდ წიწაკის გაზი გაუშვა, რის შემდეგ შევიდნენ ოთახში, სადაც ნიკა მელია იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად და მელია დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...