არჩილ თალაკვაძე: მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, როგორც საზოგადოებამ 2020 წლის არჩევნებზე გადაწყვიტა

“მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, რომ დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, საპარლამენტო პროცესში, ისე როგორც ეს საზოგადოებამ 2020 წლის არჩევნებზე გადაწყვიტა”.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ არის და ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი.

„ეს თვითონაც ძალიან კარგად იცოდნენ, უბრალოდ, როგორც რამდენიმე ოპოზიციონერმა საჯაროდ თქვა, ოპოზიციის ამ ბანაკში იყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდათ პირდაპირი დავალება მიცემული საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომ მოლაპარაკება არ უნდა მომხდარიყო და ის უნდა დაბლოკილიყო ნებისმიერ ფასად. სწორედ ამ ადამიანების სცენარმა და გზამ განიცადა სრული ფიასკო. ამიტომ, მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, რომ დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, საპარლამენტო პროცესში, ისე როგორც ეს საზოგადოებამ 2020 წლის არჩევნებზე გადაწყვიტა. შემდეგი ნაბიჯი პროცესების დეესკალაციისკენ იქნება უკვე საპარლამენტო პროცესში მონაწილეობა. ნიკა მელია, თავის ადვოკატებთან ერთად აგრძელებს პროცესს სამართლებრივ სივრცესა და სასამართლოში, ხოლო პოლიტიკოსები, ვინც ოპოზიციიდან ხალხმა აირჩია პარლამენტში მონაწილეობისთვის, აგრძელებენ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. მხოლოდ ეს არის ნორმალური გზა ჩვენი ქვენის შემდგომი დემოკრატიული განვითარების“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...